29 მარტს ,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში” მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი 173-ე და 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ტრადიციულად ესაუბრა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაზე, ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე. ეკო-კლუბის წევრებს ,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” წარმომადგენლებმა- ლიკა გოგუაძემ, თამარ ღონღაძემ და სალომე ორჯონიკიძემ პრეზენტაციები წარუდგინეს შემდეგ თემებზე: ნარჩენი ზეთის, ელემენტების










