ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი, დაესწრო საქართველოში გამართულ პირველ საერთაშორისო ცირკულარულ ბიზნესსამიტს, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითა და CENN-ის ინიციატივით გაიმართა. სამიტმა თავი მოუყარა საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, ფინანსური სექტორის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განეხილათ საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები. ვანო მთვრალაშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: „მგვ ორგანიზაციების










