,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი და ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი, ირმა პატარაია 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
ჩვენი მიზანია ახალგაზრდებს გარემოს დაცვის მიმართ პასუხისმგებლობა გავუღვივოთ. მოხარული ვართ, რომ საინტერესო აქტივობებითა და დისკუსიებით სკოლის მოსწავლეებს ნარჩენების მართვის თანამედროვე კონცეფციას ვაცნობთ.
მისასალმებელია, რომ ახალგაზრდა თაობის მხრიდან დიდი დაინტერესება და ჩართულობის მზაობა მოდის მწვანე თემების მიმართ.