ბავშვებში ნარჩენების მართვის პრაქტიკის დანერგვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის!
გვიხარია, რომ ჩვენს ასოციაციას დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში და ყოველკვირეულად, არაერთ სკოლას ხვდება.
27 მარტს, ჩვენი სტუმრები 178-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ.
,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” წარმომადგენელმა, ლიკა გოგუაძემ საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა ბავშვებს, ელემენტებსა და ბატარეებზე. შეხვედრას უძღვებოდა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი.
განხილულ იქნა შემდეგი თემები:
მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულება;
ცირკულარული ეკონომიკა;
სპეციფიკური ნარჩენების ამოღება და გადამუშავება საქართველოში;
ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემები.
ჩვენი ასოციაცია მადლობას უხდის 178-ე საჯარო სკოლას, პედაგოგს, ეკა უჩანეიშვილსა და ეკო-კლუბის წევრებს.