შეხვედრის მონაწილეებს ასოციაციის საქმიანობა, ნარჩენების მართვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ინიციატივას ორგანიზაცია CENN ახორციელებს. მისი მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაღრმავება და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პრაქტიკული გააზრების ხელშეწყობა. „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა, ასოციაციის საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების სისტემის განვითარებაში კერძო










