ნარჩენების მართვის საინფორმაციო კამპანიაში ახალგაზრდების ჩართულობა აქტიურად გრძელდება! ,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ” თბილისის 141-ე საჯარო სკოლას უმასპინძლა. ,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის”აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი ეკო კლუბის წევრებს ნარჩენი საბურავების სწორ მართვაზე, ეკოლოგიურ გამოწვევებზე, ცირკულარულ ეკონომიკასა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემებზე ესაუბრა.










