ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და შუამავლობით, გაიმართა შეხვედრა PMCG-ის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან კვლევას ახორციელებენ.
შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ EPR-ის პრიორიტეტული ნარჩენების ნაკადების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და მრავალწლიანი მართვის გეგმების შემუშავების პროცესი. მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის გაძლიერების, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების და გარემოსდაცვითი მიზნების ეფექტიანად მიღწევის გზაზე.
მადლობას ვუხდით UNDP-ს, PMCG-სა და პროცესში ჩართულ ყველა პარტნიორს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. გვჯერა, რომ კერძო და საჯარო სექტორების ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს ქვეყანაში EPR სისტემების წარმატებულ დანერგვასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.



