ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ ჩაატარა საინფორმაციო სემინარ-ტრენინგი სპეციფიკური ნარჩენების (ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები, საბურავები) წარმომქმნელი ორგანიზაციებისთვის.
შეხვედრამ კერძო და საჯარო სექტორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
სემინარის მიზანი იყო იმ საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ვალდებულებების გაცნობა, რომელთა დარღვევაც სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.
მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
WMIS სისტემაში რეგისტრაცია;
ნარჩენების კლასიფიკაცია და მართვის გეგმების მომზადება;
უფლებამოსილ ოპერატორებთან სავალდებულო ხელშეკრულებების გაფორმება;
ნარჩენების მართვის კოდექსითა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებიღ (EPR) გათვალისწინებული მოთხოვნები.
სემინარის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხის რეჟიმს, სადაც მონაწილეებმა პრაქტიკულ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის!
გვჯერა, რომ მიღებული ცოდნა მათ საქმიანობის კანონმდებლობის სრული დაცვით წარმართვაში დაეხმარება.






