ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა შპს „საერთაშორისო პროფესიული განათლების აკადემიასთან“, ახალი საგანმანათლებლო ინიციატივის მხარდასაჭერად.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში ახალი პროფესიული სადიპლომო პროგრამის ეფექტიან იმპლემენტაციასა და განვითარებას.
ვინაიდან აღნიშნული პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ორიენტირებულია სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებაზე, WMBA იმოქმედებს როგორც პროგრამის წამყვანი პარტნიორი გარემოსდაცვითი მიმართულებით.
მიგვაჩნია, რომ კერძო სექტორისა და საგანმანათლებლო სფეროს სინერგია საფუძველს ჩაუყრის რეგიონის მდგრად ეკოლოგიურ განვითარებას. ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ამ ინიციატივას და მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას.
მადლობას ვუხდით შპს „საერთაშორისო პროფესიული განათლების აკადემიას“ ნდობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ნაყოფიერ შედეგებს მოუტანს როგორც სტუდენტებს, ისე მთლიანად რეგიონს.



