ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ ჩაატარა საინფორმაციო სემინარ-ტრენინგი სპეციფიკური ნარჩენების (ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები, საბურავები) წარმომქმნელი ორგანიზაციებისთვის. შეხვედრამ კერძო და საჯარო სექტორის დიდი ინტერესი გამოიწვია. სემინარის მიზანი იყო იმ საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ვალდებულებების გაცნობა, რომელთა დარღვევაც სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: WMIS სისტემაში რეგისტრაცია; ნარჩენების კლასიფიკაცია და მართვის გეგმების მომზადება; უფლებამოსილ ოპერატორებთან სავალდებულო










