18 აპრილს, ჩვენმა ასოციაციამ ქვახვრელის საჯარო სკოლას უმასპინძლა!
შეხვედრას უძღვებოდა ,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი და კომპანიის წარმომადგენელი- თამარ ღონღაძე, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს თემატური პრეზენტაციები წარუდგინა.
ასოციაციის დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა ახალგაზრდებთან განიხილა შემდეგი თემები:
მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულება;
სპეციფიკური ნარჩენების ამოღება და გადამუშავება საქართველოში;
ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემები.
ცირკულარული ეკონომიკა.
გვიხარია, რომ ჩვენს ასოციაციას დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში და აქტიურად ხვდება სხვადასხვა სკოლას.
მადლობას ვუხდით ქვახვრელის საჯარო სკოლის პედაგოგებს : ნათია მამისაშვილსა და სვეტა მღებრიშვილს.