ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში გამგეობის მორიგი სხდომა გაიმართა
შეხვედრაზე სპეციფიკური ნარჩენების მართვის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო მიმართულებები განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოციაციის როლის გაძლიერებას ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
გვჯერა, რომ ძლიერი თანამშრომლობითა და საერთო ძალისხმევით შესაძლებელია ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი და მდგრადი მომავლის შექმნა
