“ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ” 2025 წლის პირველ 6 თვეში 450 ტონა ნარჩენი საავტომობილო ზეთი შეაგროვა!
ნარჩენი საავტომობილო ზეთების ამოღება ხდება: წევრი იმპორტიორი კომპანიებისგან; ნარჩენების წარმომქმნელებისგან ( ავტოსახელოსნოები, ზეთის შეცვლის ობიექტები, საავტომობილო პარკები…)
ანალოგიურ პერიოდში, ასოციაციამ 1820 ტონა ნარჩენი საბურავი შეაგროვა. ნარჩენი საბურავების ამოღება წევრი კომპანიებისგან, ნარჩენების წარმომქმნელებისგან (ვულკანიზაციებიდან) და გარემოდან ხდება, ხოლო გადამუშავების მიზნით ადგილობრივ საწარმოებს ჰბარდება.
“ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ” 2025 წლის პირველ 6 თვეში 202 ტონა ნარჩენი აკუმულატორი შეაგროვა.
შეგროვებული ნარჩენი აკუმულატორები, გადამუშავების მიზნით, ბარდება პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონის ყველა წესის დაცვით ახდენენ მათ გადამუშავებას