გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2025 წლის კონკურსის „მწვანე ჯილდო“ გამარჯვებულები გამოავლინა.
ღონისძიების ფარგლებში “ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა, სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა ორი პედაგოგი : სევილ გარიბოვა ( მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლა) და ნატო მღვდელაძე ( ქალაქ თბილისის 102-ე საჯარო სკოლა და კერძო სკოლა „ინტელექტი”)
კონკურსი „მწვანე ჯილდო” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წელს დაარსდა. თავდაპირველად კონკურსი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლების წახალისებასა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას ემსახურებოდა. 2022 წლიდან კი, მას დაემატა სასკოლო კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლაში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ინტეგრაციას.