“ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელმა გუნდმა სამუშაო შეხვედრა გამართა ნარჩენების წარმომქმნელ კომპანიებთან.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა: წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და მოისმინეს როგორც ასოციაციის წარმომადგენლების, ისე ნარჩენების წარმომქმნელი კომპანიების პოზიციები.
დისკუსია შეეხო ანგარიშგების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებსა და იმ მომავალი ნაბიჯების განხილვას, რომლებიც ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ასოციაცია მუდმივად მოახდენს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლებასა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებას საქართველოში.