29 თებერვალს ,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი, ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის 143-ე საჯარო სკოლას ესტუმრა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების მართვის სისტემა და ევროპულ მოდელი, ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება.
მადლობას ვუხდით 143-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და ეკო კლუბის წევრებს მასპინძლობისთვის!