12 ოქტომბერს, “ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციამ” პარტნიორ კომპანიებს ახალ ოფისში უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში, კომპანიის დამფუძნებლებმა და აღმასრულებელმა დირექტორებმა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს პროდუქციის ამოღების შესრულებასა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დადგენასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, 9 თვეში, “ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციამ” 400 ტონამდე ნარჩენი ზეთი, 800 ტონამდე ძველი საბურავი და 200 ტონამდე ნარჩენი აკუმულატორი ამოიღო.