02.10.2025 – “ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” გამგეობის სხდომა გაიმართა!
დისკუსიის ფარგლებში, გამგეობის წევრებმა იმსჯელეს სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რეგულაციებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სპეციფიკური ნარჩენების მართვის სფეროს განვითარებას საქართველოში.
შეხვედრაზე განხილული იქნა 9 თვის მუშაობის შედეგები, მათ შორის, სპეციფიკური ნარჩენების ამოღების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების
საკითხები.
სხდომაზე ხაზი გაესვა საბურავების გადამამუშავეველი საწარმოს შექმნის აუცილებლობას!

