29 მარტს ,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში” მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი 173-ე და 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ტრადიციულად ესაუბრა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაზე, ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე.
ეკო-კლუბის წევრებს ,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” წარმომადგენლებმა- ლიკა გოგუაძემ, თამარ ღონღაძემ და სალომე ორჯონიკიძემ პრეზენტაციები წარუდგინეს შემდეგ თემებზე: ნარჩენი ზეთის, ელემენტების , ბატარეების, პიროტექნიკისა და ფოთლების დაწვის უარყოფითი გავლენა გარემოზე.
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა მწვანე თემების მიმართ და ჩვენც სიამოვნებით ვსტუმრობთ და ვმასპინძლობთ სკოლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით.