,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ აქტიურად არის ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ინტენსიურად იმართება.
2024 წლის 6 თებერვალს ასოციაციის მასპინძელი სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლა იყო. ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა, ვიცე პრეზიდენტმა ირმა პატარაიამ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, სანდრო ვეფხვაძემ მოსწავლეებსა და ეკო კლუბის წევრებს კომპეტენტური ინფორმაცია მიაწოდეს სპეციფიკური ნარჩენების მართვის სისტემაზე, ცირკულარულ ეკონომიკასა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებაზე.