ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს 2026 წლის 9 თვის შემაჯამებელ სტატისტიკას ქვეყანაში სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების მიმართულებით. მონაცემები ცხადყოფს, რომ მიმდინარე წელს გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგა.
2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, ჯამში 4310 ტონა სპეციფიკური ნარჩენი შეგროვდა.
მათ შორის, 3200 ტონა ნარჩენი საბურავი შეგროვდა, საიდანაც 2700 ტონის რეციკლირება/ ენერგიის აღდგენა მოხდა. ასევე, შეგროვდა 850 ტონა ზეთის ნარჩენი, რომლის მთლიანი რეციკლირებაც განხორციელდა. 9 თვის მონაცემებით შეგროვდა 260 ტონა აკუმულატორი რომელთა სრული გადამუშავებაც უზრუნველყოფილი იქნა.
ნარჩენების მართვის პროცესში შეგროვება მხოლოდ პირველი ნაბიჯია, ნამდვილი პასუხისმგებლობა მათ სწორ გადამუშავებასა და რეციკლირებაშია, რათა მაქსიმალურად შევამციროთ უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე.





