ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ, „ეკო აკადემიის“ ფარგლებში, სკოლებთან შეხვედრები დაიწყო.
ამჯერად ჩვენი სტუმარი ქართულ-
ამერიკული სკოლა „სადუნი“ გახლდათ.
მოსწავლეებს გავუზიარეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს სპეციფიკური ნარჩენები( მეორადი საბურავები, ზეთები და აკუმულატორები) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის.
ასევე, დეტალურად ვისაუბრეთ პრევენციისა და მათი სწორი მართვის მნიშვნელობაზე.
სკოლებთან შეხვედრები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და გარემოზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბება სწორედ ადრეული ასაკიდან იწყება.
დიდ მადლობას ვუხდით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჩართულობისა და ასეთი აქტიურობისთვის!




