
საზოგადოების მომართვის საფუძველზე, გარემოსდაცვითი ვალდებულების ფარგლებში, ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები – ხაშმი, ნინოწმინდა, წყაროსთავი და გიორგიწმინდა დაგროვილი ნარჩენი საბურავებისგან გაათავისუფლა.

ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ისეთი სახიფათო ნარჩენი, როგორიც ნარჩენი საბურავია, ბავშვების ყოველდღიურ სათამაშო და საგანმანათლებლო სივრცეს სრულიად მოშორდა.
გარდა ამისა, ასოციაციის გუნდმა აქტიურად იმუშავა თავად ქალაქ საგარეჯოში მდებარე ვულკანიზაციის ობიექტებზეც და აღნიშნული ტერიტორიებიც გაათავისუფლა ნარჩენი საბურავებისგან.

ღია ცის ქვეშ დატოვებული საბურავი დაშლისას ნიადაგსა და ჰაერში ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს. სწორედ ამ რისკების შესაჩერებლად და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ვმოქმედებთ ყოველდღიურად.




