ბათუმში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც “ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ივანე მთვრალაშვილიც ესწრებოდა
შეხვედრაზე ექსპერტებმა მონაწილეებს საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ახლადშექმნილი მგვ ორგანიზაციების ბიზნესგეგმების შემუშავების მექანიზმებზე იმსჯელეს.
„მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუციებმა გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა, როგორ შეიმუშაონ სტრატეგიები, აუდიტი, მარკეტინგი და შექმნან მოქნილი სისტემა“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის RECC და დანიური ორგანიზაცია COWI ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.