2023 წლის 6-8 ივნისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ქალაქ თელავში გაიმართა შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
სამდღიანი ღონისძიება მოიცავდა საკონსულტაციო და ინფორმაციულ შეხვედრებს სურსათის, მშენებლობისა და ავტომობილების სექტორების წარმომადგენელ კომპანიებსა და ორგანიზაციებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები, ნათია გვაზავა და ირმა პატარაია.