მოსწავლეთა განათლება ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხების შესახებ მცირე ასაკიდანვე უმნიშვნელოვანესია !
ჩვენი ასოციაცია ყოველკვირეულად ხვდება სხვადასხვა სკოლას და ახალგაზრდებს სასარგებლო ინფორმაციას აწვდის ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებაზე.
დღეს ჩვენი სტუმარი ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა იყო.
შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდნენ “ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის”აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ირმა პატარაია და სოციალური ქსელების ადმინისტრატორი, თამარ ღონღაძე, მოიცავდა დისკუსიებს გარემოსდაცვით საკითხებზე, მწვანე ინდუსტრიებში კარიერულ შესაძლებლობებზე, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა ევროპულ პრაქტიკაზე.
![]()
ახალგაზრდებს მოაქვთ ახალი პერსპექტივები და ინოვაციური იდეები ნარჩენებთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლე
