მიმდინარე წლის 15-17 მარტს, “ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი , ირმა პატარაია სამუშაო ვიზიტით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე აჭარაში მოქმედი წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან, კერძოდ:
შეხვედრა გაიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან და დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ ნარჩენების წარმომქმნელ ასოციაციის წევრ კომპანიებს, რომლებიც უშუალოდ საქმიანობენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.