მიმდინარე წლის 3-9 დეკემბერს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვანო მთვრალაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ირმა პატარაია იმყოფებოდნენ ბელგიაში სასწავლო ვიზიტზე: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ევროპაში. ვიზიტის მონაწილეები იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მგვ-ს წარმომადგენელ პირებთან ევროკავშირის, ეროვნული მთავრობის (ნიდერლანდები) და რეგიონალური მთავრობის (ფლანდრია, ბელგია) დონეზე. ასევე მგვ ორგანიზაციებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საბურავების, ზეთების, ბატარეებისა და ლექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მგვ მართვაზე.
დელეგაციის წევრები ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიებშიც იმყოფებოდნენ.