30 ოქტომბერს, ჩვენმა ოფისმა თბილისის 𝟏𝟒𝟗-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა!
სკოლის ეკო-კლუბის წევრებსა და მოხალისეებს “ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი მწვანე ეკონომიკაზე, ბუნებრივი რესურების გონივრულ გამოყენებაზე, ნარჩენების მართვის სისტემებზე, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და ზოგადად, სუფთა მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკის დანერგვის აუცილებლობაზე ესაუბრა.
მოხარული ვართ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით დიდი ინტერესია მწვანე თემების მიმართ. ჩვენი ასოციაცია მზად არის, აქტიურად ჩაერთოს ცნობიერების ამაღლების კამპანიებში და დაინტერესებულ ახალგაზრდებს, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, კომპეტენტური ინფორმაციითა და რჩევებით დაეხმაროთ.