„ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციამ“ კახეთში, კერძოდ გურჯაანსა და საგარეჯოში, სპეციფიკური ნარჩენების ორგანიზებული შეგროვებისა და გადამუშავების ახალი კამპანია დაიწყო.
კამპანიის მიზანია, რომ რეგიონში არსებულმა ნარჩენების წარმომქმნელებმა, კერძოდ კი ვულკანიზაციებმა, საქმიანობა კანონმდებლობისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების სრული დაცვით წარმართონ. ქვეყნის მასშტაბით გამოყენებული საბურავებისა და სხვა სპეციფიკური ნარჩენების უსაფრთხო გარემოში განთავსება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად, „ნარჩენების მართვის ბიზნე სასოციაცია“ ადგილობრივ მეწარმეებთან აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს და ამჯერად ყურადღება გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონებზე გადაიტანა.
როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, მიმდინარე ინიციატივის ფარგლებში, ისინი ადგილობრივ ვულკანიზაციებსა და ავტოსახელოსნოებს სპეციფიკური ნარჩენების გატანისა და გადამუშავების ეფექტიან მექანიზმებს სთავაზობენ.
„ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაცია“ კახეთში მსგავს აქტივობებს ეტაპობრივად სხვა მუნიციპალიტეტებშიც გააგრძელებს, რაც ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და მწვანე ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს


