ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია იწყებს თანამშრომლობას თურქეთში მოქმედ წამყვან მწარმოებელ კომპანიასთან. პარტნიორობის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება დაქუცმაცებული ნარჩენი საბურავების სტაბილური მოცულობების გატანა თურქეთში, მათი შემდგომი ათვისება-გადამუშავების მიზნით.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

გარემოზე ზრუნვა: ათასობით ტონა ნარჩენი (გამოუსადეგარი) საბურავის სწორი და უსაფრთხო მართვა.
რესურსების ხელახალი გამოყენება: ნარჩენების გადამუშავება ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დაცვით.
საერთაშორისო პარტნიორობა: რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
ჩვენი ასოციაცია უზრუნველყოფს ნარჩენების ადგილობრივად გადამუშავებას, ასევე სრულ ლოგისტიკურ და ოპერაციულ მხარდაჭერას, რათა თითოეული ეტაპი განხორციელდეს გარემოსდაცვითი სტანდარტების სრული დაცვით.
ერთად ვქმნით სუფთა და მდგრად მომავალს!
