ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში გამგეობის მორიგი სხდომა გაიმართა
სხდომაზე ნარჩენების მართვის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები მიმოვიხილეთ. შეხვედრის მთავარი თემები იყო:
სპეციფიკური ნარჩენების მართვა – შეგროვებისა და გადამუშავების მიმდინარე პროცესების ანალიზი;
წარმოების მხარდაჭერა – ასოციაციის როლის გაძლიერება ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნასა და განვითარებაში;
ცნობიერების ამაღლება – დაგეგმილი საზოგადოებრივი ღონისძიებები, რომლებიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდას ემსახურება.
ჩვენ ერთად ვქმნით მდგრად მომავალს! ![]()
