ჩვენს ასოციაციას დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში და ყოველკვირეულად, სხვადასხვა სკოლას ხვდება, რადგან ნარჩენების მართვის პრაქტიკის დანერგვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის!
25 აპრილს, ჩვენს ოფისს ქ.მცხეთის ათორმეტ მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ეწვია!
,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტმა, ირმა პატარაიამ და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა ეკო-კლუბის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს შემდეგ თემებზე:
სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავება.
ნარჩენების მართვის ევროპული მოდელი.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება.
მწვანე და ცირკულარული ეკონომიკა.
ეკოლოგიური გამოწვევები.
ჩვენი ასოციაციის სოციალური ქსელების ადმინისტრატორმა, თამარ ღონღაძემ და ბუღალტერ-ოპერატორმა, ლიკა გოგუაძემ ახალგაზრდებს წარუდგინეს პრეზენტაციები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
მეორეული ტანსაცმლის გადამუშავება.
ფოთლების დაწვის მავნებლობა და გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები.
ელემენტებისა და ბარატეების შემადგენლობა.
მადლობას ვუხდით მცხეთის ათორმეტ მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს- თეონა ბენდიანიშვილს,ნინო წიკლაურსა და შორენა გოგალაძეს.