19 აპრილს, ჩვენს ოფისში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა 152-ე და 113-ე საჯარო სკოლებთან.
,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტმა, ირმა პატარაიამ სკოლის მოსწავლეებს ნარჩენების მართვის ევროპული გამოცდილება გაუზიარა და ესაუბრა ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებაზე, სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებაზე, ეკოლოგიურ გამოწვევებზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და კითხვა-პასუხის გარდა, მოსწავლეებმა ასოციაციის კომინიკაციის მენეჯერისგან, ქეთევან სირაბიძისგან ნარჩენი ზეთების, აკუმულატორებისა და საბურავების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
მეორეული ტანსაცმლის გადამუშავება, ფოთლების დაწვის მავნებლობა და გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე, ელემენტებისა და ბატარეების შემადგენლობა, გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები- აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარადგინეს ჩვენი ასოციაციის ბუღალტერ-ოპერატორმა, ლიკა გოგუაძემ და სოციალური ქსელების ადმინისტრატორმა, თამარ ღონღაძემ.
ჩვენი მიზანია ახალგაზრდებს გარემოს დაცვის მიმართ პასუხისმგებლობა გავუღვივოთ. მოხარული ვართ, რომ საინტერესო აქტივობებითა და დისკუსიებით სკოლის მოსწავლეებს ნარჩენების მართვის თანამედროვე კონცეფციას ვაცნობთ.
,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია” მადლობას უხდის პედაგოგს, ეკა კილაბერიას და მწვანე თემებით დაინტერესებულ თითოეულ ახალგაზრდას.