,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციას” ამჯერად 106-ე საჯარო სკოლა ესტუმრა.
შეხვედრას უძღვებოდა ,, ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ესაუბრა შემდეგ თემებზე:
ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემები და ჩვენი კომპანიის სამომავლო გეგმები
ცირკულარული ეკონომიკა
ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა ნარჩენების მართვის კამპანიაში
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება
ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება.
ეკო-კლუბის ბავშვებს მწვანე თემების გარშემო ესაუბრნენ და პრეზენტაცია წარუდგინეს ჩვენი ასოციაციის წარმომადგენლებმა:
თამარ ღონღაძემ
ლიკა გოგუაძემ
მადლობას ვუხდით 106-ე საჯარო სკოლის პედაგოგს – ქეთევან მიქაძეს და ეკო კლუბის წევრებს, რომლებმაც საინტერესო პრეზენტაცია წარგვიდგინეს ნარჩენების გადამუშავებაზე.
შეგახსენებთ, რომ ნარჩენების საინფორმაციო კამპანიაში ახალგაზრდების ჩართულობა აქტიურად გრძელდება!