2024 წლის 23 თებერვალს ,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ნარჩენების და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” ექსპერტს, ნიკოლოზ დოიჩინოვს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია 2023 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელებულ საქმიანობაზე, ნარჩენი საბურავების გადამუშავების აუცილებლობასა და მათი განვითარების პერსპექტივებზე, არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრას ესწრებოდა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენელი, ნინი ბუბუტეიშვილი.