22 დეკემბერს, “ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია” დაბა ბაკურიანისა და წაღვერის საჯარო სკოლებს ესტუმრა.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი სკოლის მოსწავლეებს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაზე, მწვანე და ცირკულარულ ეკონომიკაზე, ნარჩენების მართვასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
ბაკურიანის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინია ჩოქურმა მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია წარუდგინა ცირკულარულ ეკონომიკაზე, სახიფათო ნარჩენებსა და მათ გადამუშავებაზე.
მოხარული ვართ, რომ ნარჩენების მართვის საინფორმაციო კამპანიაში ჩართვის სურვილს სულ უფრო და უფრო მეტი მოსწავლე და ახალგაზრდა უერთდება. იზრდება კამპანიის მასშტაბი არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც.