21 ნოემბერს, „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციას“ 𝟴𝟳-ე სკოლა ესტუმრა.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ვანო მთვრალაშვილი, ასოციაციის პრეზიდენტი ბაკურ ხუნდაძე და ვიცე პრეზიდენტი ირმა პატარაია მოსწავლეებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საკითხებზე , ნარჩენების სწორ ამოღებასა და მართვაზე, მწვანე და ცირკულარული ეკონომიკაზე, სუფთა მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკის დანერგვის აუცილებლობაზე ესაუბრნენ.
გაცნობებთ,რომ ჩვენმა ასოციაციამ ნარჩენების მართვის სისტემების შესახებ საინფორმაციო კამპანია სკოლებთან შეხვედრებით დაიწყო და მზად არის დაინტერესებულ ახალგაზრდებს კომპეტენტური რჩევები მიაწოდოს.