17 ნოემბერს, ჩვენმა ოფისმა შპს ,,უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინო“-ს მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოსწავლეებს ,,ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ირმა პატარაია ნარჩენების მართვის სისტემაზე, მწვანე ეკონომიკაზე და ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებაზე ესაუბრნენ.
გაცნობებთ, რომ ჩვენი ასოციაცია მზად არის აქტიურად ჩაერთოს ცნობიერების ამაღლების კამპანიებში და დაინტერესებულ ახალგაზრდებს კომპეტენტური ინფორმაცია მიაწოდოს.