𝟐𝟔-𝟐𝟕 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას სასტუმრო Kvareli Lake Resort • ყვარლის ტბა-მ უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში “ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორებმა ვანო მთვრალაშვილმა, ასოციაციის პრეზიდენტმა ბაკურ ხუნდაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ირმა პატარაიამ, სტუმრებთან ერთად, ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისა და ცალკეული ნაკადების მგვ მართვის საკითხებზე ისაუბრეს.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით მიმდინარეობს და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, 𝐂𝐎𝐖𝐈-სა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (𝐑𝐄𝐂 𝐂𝐚𝐮𝐜𝐚𝐬𝐮𝐬) მეშვეობით ხორციელდება.