15 სექტემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული ვითარებისა და გამოწვევების მიმოხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციებისა, სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.