მ/წლის 14 სექტემბერს სასტუმრო “პულმანში” საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელსაც ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის წევრებიც ესწრებოდნენ.
ფორუმი გახსნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, პეტრ ჰლადიკმა.
ქართველ მეწარმეებთან ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით დელეგაციას თან ახლდა წამყვანი და მსხვილი ჩეხური კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან.
ჩვენი ასოციაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებში, დაამყარეს ბიზნეს კავშირები მსხვილ ჩეხურ კომპანიებთან და განიხილეს საინვესტიციო შესაძლებლობები, სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები.