USAID-ის Green Economy Program-ის ფარგლებში დღეს კომპანია ავტობანში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ნარჩენების ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი კომპანიის დირექტორები, ირმა პატარაია და ბაკურ ხუნდაძე, ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი და საერთაშორისო კომპანია DT Global-ის წარმომადგენლები Derek Watkins და გიორგი ციმინტია.
შეხვედრა ეძღვნებოდა გარემოზე ზემოქმედების გაუმჯობესებას, რომელსაც ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია საერთაშორისო ვალდებულებებისა და ბაზრის სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. დარგის საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განვიხილეთ არსებული გამოწვევები და დავსახეთ მომავლის გეგმები.
მოწვეულმა ექსპერტებმა დაათვალიერეს კომპანია ავტობანში არსებული მძიმე ნარჩენების საცავი.