ნარჩენების მართვის ასოციაციასა და ბტუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე.
ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ბაკურ ხუნდაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა, საუკეთესო იდეების ავტორები გამოავლინეს. ისინი ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის მომავალ საქმიანობებში ჩაერთვებიან.