5 ივლისს სასტუმრო ბილტმორში ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა მგვ ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. ღონისძიბაზე განხილულ იქნა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების მიერ ტექნიკური რეგლამენტის ვალდებულების შესრულების 6 თვის შედეგები და არსებული გამოწვევები.
ორგანიზაციებმა წარმოადგინეს თავიანთი გატარებული ღონისძიებების ანგარიში ვალდებულების ფარგლებში თუ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსიები გამოწვევების გადაჭრასა და მომავალი აქტივობების დაგეგმვის შესახებ.
შეხვედრის შემდეგ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ალვერდ ჩანქსელიანი და მისი მოადგილე, ირმა გურგულიანი, ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი ორგანიზაციები – “ავტობანი”, “ჯეოტრონიკი”, “ვისოლ ავტო ექსპრესი”, “აისი”, “ამბოლი” და ა.შ., “თეგეტა გრინ პლანეტი”, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები და ყველა ის პირი, რომელიც მწარმოებლის გაფართოვებულ ვალდებულების დანერგვა-მართვასა და შეფასების პროცესშია ჩართული.