მიმდინარე წლის 14 დეკემბერს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით დაფუძნდა CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი, რომელსაც ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ სახელით დაესწრენ ასოციაციის გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი და ასოციაციის სტრატეგიული განვითარების მიმართულების დირექტორი ხათუნა ტუღუში.
ფორუმის დაარსებას ხელი მოაწერა 50-მდე კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენელმა, მათ შორის ხელმომწერი გახლდათ ჩვენი ასოციაციაც.
ფორუმი შექმნის სხვადასხვა სექტორის დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალურ პლატფორმას CSR-თან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის და პრაქტიკის საკითხებზე.
CSR ფორუმის დაფუძნება საქართველოში CSR-ის განვითარებისა და მისი ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ჩვენი ასოციაცია კი აქტიურია ქვეყნის განვითარებისკენ გადადგმულ ყველა წამოწყებაში.